Wednesday, April 8, 2015

ინტელი



 სასწავლო კურსი და ჩემი ტრენინგის მეზობლები რომლებიც უკვე მომენატრნენ.იმედია ქეთის წყალობით კიდევ შევხვდებით.ვინც ხართ ამ სურათებზე და ვინც ვერ მოხვდით,ყველას ჩემი ჯგუფის წევრებს წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.






Sunday, April 5, 2015

ტრენინგის მე-9-ე დღე

1. გამეორება.
2. პროექტების პრეზენტაცია.
3.გაჯეტი HTML-  საათის,ალბომი,ვიდეო.
4. ტრენინგის შეჯამება.

  დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ მოვახდინოთ პროექტის პრეზენტაცია იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება ინტერნეტი,თუ როგორ მივაბათ ლინკებად მასალა პრეზენტაციას.ვისწავლეთ საათის,ვიდეოს და ალბომის ჩასმა როგორც ბლოგზე ასევე პოსტში.

  დღეს დავამთავრეთ ტრენინგის კურსი საკმაოდ ნაყოფიერი დღით და ვთვლი რომ ეს ტრენინგი საკმაოდ წაადგება ჩემს პროფესიულ წინსვლას.ასევე გავიცანი კარგი და საინტერესო პედაგოგები და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება.ამ ტრენინგს ველოდებოდი უკვე ერთი წელია და ძალიან კმაყოფილი მივდივარ როგორც პროგრამით ასევე ჩვენი ძვირფასი ტრენერით.
   ქალბატონო ქეთი,დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგ-კურსისთვის.იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.


Saturday, April 4, 2015

ტრენინგის მე-8-ე დღე

1. გამეორება.
2.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
3.პორტფოლიოს გადახედვა.
4.პორტფოლიოს ატვირთვა.
5.რეფლექსია.

ტრენინგის მე-8-ე დღე დაიწყო მასალის გამეორებით.შემდეგ გავაკეთეთ ფასილიტაციის მასალა,რომელიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ვორდში,პაუვერპოინთში ან ვიდეო მეიქერში.მე ეს მასალა გავაკეთე ვიდეომეიქერში და შევინახე დამხმარე მასალაში.შემდეგ ყველა ჩემი მასალა საქაღალდეში შევამოწმე და ავტვირთე დრაივში.შემდეგ მისი ლინკი დავაკოპირე და გადავიტანე და მივაბი ჩემს ბლოგს.
  ამით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი დღეს და დაგვრჩა მხოლოდ ერთი სატრენინგო დღე.


Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მე--7-ე დღე


1. გამეორება.
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
4.რეფლექსია.


    დღეს ტრენინგის მე-7-ე დღეა,დავიწყეთ გამეორება გუშინდელი ნასწავლის და გადავედით ახალ მასალაზე.მივიღეთ მითითებები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით შევადგინოთ დავალებები და მივცეთ მითითებები მოსწავლეებს.ტრენინგზე გავაკეთეთ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის შევადგინეთ რამოდენიმე შესაბამისი დავალება და შევინახეთ დამხმარე მასალაში,შემდეგ გადავედით გეგმის შევსებაზე.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა და გადავედით სასწავლო პროცედურების გრაფის შევსებაზე.
   თითქმის 1 საათი დასჭირდა გეგმის შევსებას,ფაქტიურად გეგმა თითქმის მზადაა.
დამთავვრდა ტრენინგის კიდევ ერთი სასიამოვნო და ნაყოფიერი დღე.


Saturday, March 28, 2015

ტრენინგის მე-6-ე დღე

1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. შფასების რუბრიკები
4. გეგმების გადახედვა
5. რეფლექსია

    დღევანდელი დღეც დავიწყეთ გამეორებით,შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში,თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია და რითი უნდა განსხვავდებოდეს ის მასწავლებლის პრეზენტაციისგან და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში,მოსწავლის ნიმუშში.შემდეგ გადავხედეთ გეგმებს,თუ როგორ იწერება პროექტის გეგმა და პროცედურები.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,გადმოვტვირთეთ, შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
    ვთვლი რომ ეს სატრენინგო დღეც საკმაოდ ინფორმაციული იყო.


Sunday, March 22, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

1. გამეორება .
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
3. კომენტარები ბლოგზე.
4. მუშაობა ბლოგზე-გაჯეტები.
5. რეფლექსია.

     ტრენინგის მე- 5 -ე დღე დაიწყო წინა ტრენინგზე ნასწავლის გამეორებით,შემდეგ გადმოვწერეთ ინტელის სახემძღვანელოდან საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.ვისწავლეთ მასში გამოყენებული მისამართების ჩაწერა შენახვა.
     გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები და მთელი დანარჩენი დრო დავუთმეთ ბლოგზე მუშაობას-გაჯეტებს.ეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო იყო,რაგდან ვისწავლე ბლოგზე გვერდების გაკეთება,ინტერნეტ მისამართების  ჩასმა,გამოკითხვის გაჯეტის,სურათის და გვერდის  გაჯეტის დაყენება.დღეს საკმაოდ კმაყოფილი მივდივარ ტრენინგიდან,გმადლობთ ქალბატონო ქეთი.



Saturday, March 21, 2015

ტრენინგის მე- 4 დღე


1. გამეორება
2. შეფასების მეთოდები.
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
5. ბლოგში ვისწავლეთ სურათის ჩასმა და ბლოგის წაშლა და აღდგენა.
6. რეფლექსია.

ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.გავიმეორეთ წინა მასალა,განვიხილეთ შეფასების მეთოდები,გავაკეთეთ შეფასების გეგმა.გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,ავტვირთეთ ფოსტაში.ვისწავლეთ ბლოგის წაშლა და აღდგენა.
და ბოლოს ვისწავლეთ სურათის ჩასმა ბლოგის გვერდზე და აი ისიც.